LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Top Gear-ის წამყვანმა ჯეიმს მეიმ თავისი Porsche-ს გასხვისება გადაწყვიტა

105
Top Gear-ის წამყვანმა ჯეიმს მეიმ თავისი Porsche-ს გასხვისება გადაწყვიტა

აუქციონზე Top Gear-ის ერთ-ერთი წამყვანის  ჯეიმს მეის  ავტომობილი გამოიტანეს.

საუბარია 2010 წლის გამოშვების სპორტქარზე Porsche 911 Carrera-ზე, რომელიც მეიმ სულ ახალი შეიძინა.

ავტომობილი აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე 385 ცხენის ძალაა და ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

მეის ავტომობილს 31 ათას მილზე ცოტა მეტი გარბენი (თითქმის 50 ათასი კმ) აქვს. სპორტქარს 2014 წელს ჰქონდა ძრავის გაშვების პრობლემა, ხოლო 2015 წელს, როგორც ჩანს, პრობლემა არ მოგვარებულა, რამაც სტარტერის რელეს შეცვლა გამოიწვია. დანარჩენი სხვა პრობლემა მოდელს არ აქვს.

მანამდე Sotheby’s აუქციონის სახლმა გასაყიდად Ferrari F355 GTS-ს გამოიტანა, მოდელი რომელიც  ცნობილ ტელეწამყვანს, ჯერემი კლარკსონს ეკუთვნოდა. 1996 წლის გამოშვების სპორტქარი Top Gear-ისა და The Grand Tour-ის წამყვანმა ახალი იყიდა. 2013 წელს მანქანა სხვა მფლობელს გადაეცა, რომელმაც მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები