LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota-მ Nascar-ისთვის 700 ძალის სარბოლო Camry წარადგინა

176
toyota

კომპანია Toyota-მ სარბოლო ბოლიდი Camry XSE Nascar-ის სარბოლო სერიისთვის წარადგინა. მოდიფიცირებული სპორტქარი იაპონური ბრენდის ამერიკულმა დანაყოფმა მოამზადა. ახალი ავტომობილი ბოლო თაობის საგზაო Camry-ის სტილშია შესრულებული და ტრასაზე Camry TRD Next Gen-ს შეცვლის, მოდელს რომელმაც გასულ სეზონებზე 18 გამარჯვება მოიპოვა. მომავალი წლის თებერვალში ლოს-ანჯელესის ტრასაზე ერთდროულად 8 ცალი Camry XSE უნდა გამოვიდეს.

სპეციალისტთა მიზანი იყო ბოლიდის სერიული სედანისთვის დამსგავსება, ამიტომ სპორტქარი ანალოგიური ბამპერითა და ოპტიკით აღჭურვეს. ამასთან, ავტომობილში არ არის ჩვეული გაფორმება და დამონტაჟებულია უსაფრთხოების კარკასი.

NAscar-ის სარბოლო სერიისთვის ბოლიდები 5,8 ლიტრის მოცულობის V8 აგრეგატითაა უზრუნველყოფილი და 700 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ამასთან, კონკრეტული ტრასის მოთხოვნების მიხედვით, მაქსიმალური სიმძლავრე შეიძლება  შეზღუდულიც იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები