LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota-მ ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ელექტრობუსი e-Palette წარადგინა

103
Toyota-მ ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ელექტრობუსი e-Palette წარადგინა

Toyota-მ წარადგინა 17-ადგილიანი ელექტრო ავტობუსი e-Palette. ახალი ელექტრონული შატლის ცენტრში არის მძღოლის ადგილი, სიახლეს დიდი მოძრავი კარები და ნახევრად ავტოპილოტიც აქვს. ახალი მოდელის ფასი 29 მილიონ იენას შეადგენს, რაც მას იაპონიაში Toyota-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად აქცევს. გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული დამატებითი სუბსიდიებით ფასი თითქმის 16 მილიონ იენამდე მცირდება.

Toyota e-Palette – პანდუსითთაა აღჭურვილი, რაც მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის კომფორტულ ტრანსპორტად აქცევს. სალონის განლაგება შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნების მიხედვით: ელექტრომობილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მგზავრთა შატლი, მაღაზია, საკვების ფურგონი და სხვა.

კონცეფტი e-Palette, რომელიც წარმოდგენილი იყო CES 2018-ზე, თავიდან სრულად ავტონომიური იყო, მძღოლისთვის ადგილის გარეშე. ავტონომიური იყო განახლებული ვერსიაც, რომელიც 2021 წელს პარალიმპიურ თამაშებზე ავარიაში მოხვდა. ახალ ვერსიაში Toyota-მ მძღოლის ადგილი დაამატა.

განზომილებები: სიგრძე – 4950 მმ, სიგანე – 2080 მმ, სიმაღლე – 2650 მმ.

კაბინაში არის ციფრული “ინსტრუმენტული პანელი”, მედია-სისტემის ეკრანი და დამატებითი ეკრანი მარცხნივ. მეოთხე ეკრანით შეიძლება დარეგულირდეს სალონის მონიტორინგიც. ავტომატიზაცია მხოლოდ მეორე დონისაა: მძღოლი აკონტროლებს გზის მდგომარეობას და მისი ხელები მუდმივად საჭეზეა. Toyota-ს თქმით, e-Palette მომავალში სრულად ავტონომიური გახდება და სისტემა მუდმივად განახლებას გაივლის.

ძრავა: ერთი ელექტრო აგრეგატია, 201 ცხენის ძალით. მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ. ელემენტი – 72,82 კვტსთ, სვლა – 250 კმ-მდე. 80%-მდე დამუხტვას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება, სწრაფი ტერმინალის გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები