LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota Tundra და სხვა „არაამერიკული“ პიკაპები შტატებში

146
autonews

ამერიკის შეერთებულ შტატებში პიკაპები – ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალო საავტომობილო სეგმენტი. ეს არის ცხოვრებისეული ფილოსოფია და ნამდვილი კულტი, ფაქტობრივად რელიგია.

უჩვეულოც არ არის ის ფაქტი, რომ ადგილობრივ კომპანიათა ყველაზე პოპულარული ქმნილებებია – Chevrolet Colorado და Silverado, Ford F-სერია და Ranger, GMC Canyon და Sierra, Jeep Gladiator, Ram. ამასთან, ბევრი ადგილობრივი ცდილობს რომ მეტი პატრიოტიზმი გამოიჩინოს და სამამულო წარმოებას დაუჭიროს მხარი. თუმცა, უცხოელ კომპანიათა შორისაც არიან ისეთი თამამი მოთამაშეები, რომლებსაც გარისკვის არ ეშინიათ და ცდილობენ, „ამერიკელებს“ თავისივე ქვეყანაში კონკურენცია გაუწიონ. რამდენად გამოსდით ეს უკვე სხვა საკითხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები