LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თუკი ანა დე არმასი არ შეურიგდება, ბენ აფლეკი ქალებზე სამუდამოდ უარს იტყვის – ახალი დეტალები

456
38430790-0-image-a-13-1611533961989

48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი  ბენის პირადი ცხოვრება გახდა. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ.

ინსაიდერების ცნობით, ანა და ბენი ერთმანეთს სატელეფონი საუბრით დაშორდნენ. ახლა კი აფლეკი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. შეყვარებულისგან მიტოვებული მსახიობი „ფასტ ფუდს“ მიეძალა, მისი სევდიანი გამომეტყველაბა კი უსიტყვოდ გვამცნობს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თუკი ბენს შეყვარებული არ დაუბრუნდება, ის ქალებზე უარს სამუდამოდ იტყვის.

ბენის მეგობრებს კი მიაჩნიათ, რომ მან რაღაც პერიოდი ინტენსიურ სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი უნდა თქვას, რადგან ის ვერ ახერხებს პირად ცხორებასა და შვილებზე თანაბრად დროის გადანაწილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები