ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ნიშნობა 17 წლის წინ გააუქმეს. ამბობენ, რომ ჯეი ლოსთვის ბენი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო და აი, ამდენი წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან, თუმცა „ბენიფერის“ გულშემატკივრებისთვის მათი ერთად ხილვა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.
ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ვნებიანი კოცნა და ნანატრი კადრები „ბენიფერის“ გულშემატკივრებისთვის
„ვნებიანი ღამის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს – პაპარაცული ფოტოები
და მაინც, მოხერხებულმა პაპარაცებმა შეყვარებული წყვილი მაინც გადაიღეს. ისინი ბევერლი- ჰილზის პრესტიჟულ რესტორანში ვახშმობის შემდეგ დააფიქსირეს.
ჯეი ლო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას „ალექსანდერ მაკკუინის“ კრემისფერი შორტი ამშვენებდა, ბენი კი ფოტოგრაფებს სახეზე აფარებული ხელით ემალებოდა. როლს-როისის უკანა სავარძელზე ბედნიერმა წყვილმა ხუმრობაც მოასწრო. ჯეი ლო გულიანად იცინოდა და საოცრად მხიარულად გამოიყურებოდა.