ავტომწარმოებლები ხშირად ცდილობენ,რომ თავის მოდელებს მეტად აგრესიული ვიზუალი მისცენ და ყველგანმავლების მოდიფიკაციებს უშვებენ. ამასთან საფუძვლად ყოველთვის სერიოზულ კროსოვერებს როდი იღებენ, ზოგჯერ ასფალტისთვის შექმნილი კროსოვერებისგან ქმნიან უნიკალურ მოდელებს. ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული შესაძლებლობების ავტომობილები ერთდროულად რამდენიმე დიდ კომპანიას გაუჩნდა. მსგავსი სიახლეების სიაშია – ორი სერიული ყველგანმავალი კონცეპტუალური ავტო სახლით, რომელიც პიკაპის ბაზაზე შეიქმნა, ასევე რეტრო სტილში აგებული ყველგანმავალი და ფლაგმანი სატვირთო ტურბო დიზელით, რომელიც ჩინურმა ბრენდმა შექმნა.




