2 წლის წინ, ჯეი ლომ 50-ე იუბილე პომპეზურად აღნიშნა. მან წვეულება კუნძულზე მოაწყო და თავისი საქმროსგან, ალექს როდრიგესისგან ძვირადღირებული საჩუქარიც მიიღო. სპორტსმენმა გულისსწორს 140 000 დოლარად შეფასებული წითელი „პორშე“ 911 GTS აჩუქა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა 52 წლის ჯეი ლო ბენ აფლეკს ხვდება, რამდენიმე დღის წინ კი არტისტმა „ინსტაგრამზე“ ალექსთან ერთობლივი ფოტოები წაშალა და მისი გამოწერაც გააუქმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს გავრცელებულ ინტერვიუში ალექსმა ჯეი ლოსთან გატარებული წლები თბილად გაიხსენა, როგორც ჩანს, მას გულში დიდი წყენა აქვს ჩადებული.
სულ ცოტა ხნის წინ როდრიგესმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც წითელ „პორშესთან“ დგას და ელეგანტურ ტანისამოსში გამოწყობილი პოზირებს.
„მე სუპერ-მიწიერი ვარ“, – ასე დაასათაურა ფოტო ალექსმა.
აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის მანქანაა, რომელიც მან ჯეი ლოს აჩუქა, როგორც ჩანს, ძვირადღირებული საჩუქარი მან ყოფილ საცოლეს უკან გამოართვა.