LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ვაღიარებ შეცდომას“ – მაღაზიიდან პირბადის არქონის გამო გაძევებულმა ბრიუს უილისმა შეცდომა აღიარა

97
37926506-0-image-a-16-1610487789255

ლოს-ანჯელესში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადის გარეშე სიარული სასტიკად აკრძალულია. თუმცა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან. ერთ-ერთი ასეთი ურჩი მოქალაქე ბრიუს უილისი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ 65 წლის მსახიობი პატარა სკანდალში გაეხვია. ის ლოს-ანჯელესში, მარკეტში პირბადის გარეშე შევიდა. როდესაც მას ნიღბის გაკეთება მოსთხოვეს, „კერკეტმა კაკალმა“ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ვარსკვლავი მარკეტიდან გააძევეს.

აღნიშნულ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ზოგიერთმა მსახიობს დაუმორჩილებლობა მოუწონა, ზოგიც აღშფოთდა ვარსკვლავის უპასუხისმგებლობით.

ახლახანს ბრიუსმა გამოცემა People-თან ისაუბრა და დანაშაული აღიარა.

„ვაღიარებ შეცდომას, იყავით უსაფრთხოდ და მოდით, პირბადის ტარება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბრიუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები