LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Apple-მა ახალი ყურსასმენი AirPods Max წარადგინა, რომელსაც ხმაურის დახშობის ფუნქცია აქვს

78
130929745-1276429082712702-2506871745422587377-n

Apple-მა ახალი ყურსასმენი AirPods Max წარადგინა. გარდა ახალი დიზაინისა, ის წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ხმაურის დახშობის ფუნქცია აქვს.

გარდა ახალი ფუნქციისა, აღსანიშნავია, რომ დამუხტული მოწყობილობა 20 საათს გაძლებს, ის ყურებიდან მოხსნის შემდეგ აუდიოს ავტომატურად აპაუზებს და სწორედ იმ მომენტიდან აგრძელებს მუშაობას, რა დროსაც  ჩანაწერი გამორთვის შედეგად  გაწყდა.

ახალი ყურსასმენი 15 დეკემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში და მისი ფასი  549 დოლარი იქნება. ის ხუთ ფერში – ნაცრისფერში, ვერცხლისფერში, ლურჯში, მწვანესა და ვარდისფერში იქნება წარმოდგენილი.

https://www.youtube.com/watch?v=FXI_-OesT3A&feature=emb_title

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები