როგორც ცნობილია, ამერიკელი მომღერალი, „გრემის“ ორგზის ნომინანტი, ბიბი რექსა რიგით მეორე სტუდიური ალბომის გამოშვებისთვის ემზადება, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის ბოლოსკენ ჩაეშვება. სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა ახალი კომპოზიცია, Baby, I’m Jealous გაავრცელა, სინგლში კალიფორნიელი არტისტი, ამალარატნა დლამინი, ფსევდონიმით Doja Cat მონაწილეობს.
რამდენიმე დღის წინ, გოგონები ჯიმი ფელონის შოუში იყვნენ მიწვეულნი, სადაც საოცარი, ნეონური პერფორმანსით წარდგნენ საზოგადოების წინაშე. არტისტებმა ჭრელი, პიკანტური, ბრილიანტებით გაფორმებული ტანისამოსი მოირგეს და სინგლი Baby, I’m Jealous შეასრულეს.
https://www.youtube.com/watch?v=naDP8T6LlqE&feature=emb_title