მარიამ ელიეშვილი ქმარ-შვილის კადრებს გვიზიარებს.
უსაყვარლეს ფოტოსა და ვიდეოს მარიამი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩემი სიყვარულები“ – წერს მომღერალი.
ცნობისთვის, მარიამ ელიეშვილი რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. მას ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც საბა დაარქვეს.
მარიამის მეუღლე ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია. წყვილი შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.

