LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: დუა ლიპა „გრემის“ 6 ნომინაციაზეა წარდგენილი – ვარსკვლავის ემოციური რეაქცია

87
page

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ, 2021 წლის „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. მათ შორის მოხვდა 25 წლის დუა ლიპა, რომელიც 6 ნომინაციაზეა წარდგენილი. არტისტმა სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო განათავსა, სადაც მისი ემოციური რექციაა აღბეჭდილი. ვარსკვლავი სიხარულისგან ტირის.

„ეს რეალობას არ ჰგავს, ,,გრემის” 6 ნომინაცია… არ მჯერა, ჩემი გული გიჟივით ფეთქავს, შოკში ვარ. დიდი მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by DUA LIPA (@dualipa)

 

View this post on Instagram

 

A post shared by DUA LIPA (@dualipa)

შეგახსენებთ, დუა ლიპამ შემოქედებითი მოღვაწეობა 14 წლის ასაკში,  ქავერების შესრულებით დაიწყო. 2017 წელს  EBBA-ს ჯილდო, „მაყურებელთა არჩევანის“  პრემია მიიღო. 2018 წელს კი ლიპამ Brit Awards-ის ორი ჯილდო, „ქალი სოლო მომღერლისა“ და ბრიტანეთის „წლის გამრღვევი მომღერლის“ კატეგორიაში მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები