28 აპრილს ამერიკელ მსახიობს, ჯესიკა ალბას 40 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა იუბილეს აღნიშვნა ვიწრო წრეში, მოკრძალებულად გადაწყვიტა. მან პატარა წვეულება საკუთარი ოფისის აივანზე მოაწყო.
ფოტოები და ვიდეო ჯესიკამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„ჩემი გული იმედითაა სავსე და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებ“, – ასე დაასათაურა ოჯახური ფოტო ალბამ, სადაც ის მეუღლესთან, ქეშ ვორენთან, ორ ქალიშვილთან და ვაჟთან ერთად პოზირებს.