LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჰეილი, ჯობია შენს ქმარს ტელეფონი წაართვა“ – ჯასტინ ბიბერის ახალმა ვიდეომ ტაბლოიდება ააჭრელა

223
page

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი გამოუშვა და საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მასსა და ჰეილი ბიბერს შორის ყველაფერი რიგზეა, მასზე მითქმა-მოთქმა შეწყდა. თუმცა, როგორც ჩანს, არტისტს ყურადღება მოაკლდა და გადაწყვიტა, კვლავ ააჭრელოს ტაბლოიდები.

31 წლის ვარსკვლავმა 293 მილიონ ინსტაგრამ გამომწერს გაუზიარა კადრები, სადაც ის თეთრეულის ამარა, ფეხშიშველი „ჰოვერბორდით“ სეირნობს.

ბიბერი იღიმოდა, აჩვენებდა საკუთარ ტატუებს და სუფთა ჰაერით ტკბებოდა.

„ჰეილი, ჯობია შენს ქმარს ტელეფონი წაართვა“, „თუ ოდესმე ბიბერს ვქრაშავდი, ამ ფოტოებით საბოლოოდ გადამიარა“, „ეს რა დასადები იყო“, „ყურადღება მოაკლდა“, – არ წყდება კომენტარები.

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ვაჟი 1 წლის გახდა – წყვილი ბიჭუნას სახეს კვლავ მალავს

„ახლა მაინც მიხვდით, ლუზერებო?“ – ამ სიტყვებით ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელზეც ის მეუღლესთან და შვილთან ერთადაა გამოსახული

„ყველას დაგვცინის“ – ჯასტინ ბიბერის ახალი ფოტოები კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები