ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ანსამბლი „სუხიშვილები“ აუდიტორიის წინაშე წარდგა.
„სუხიშვილები“ „თაკარას“ ღია სცენაზე საზაფხულო პროგრამით დაბრუნდნენ და მაყურებლის მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურეს.
პროგრამის დასასრულს, მოცეკვავეებთან ერთად, ანსამბლის ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილებიც გამოჩნდნენ სცენაზე და აუდიტორიის აპლოდისმენტები მიიღეს.
✨დღეს ღია სცენა ‘თაკარაზე’!
#სუხიშვილები #Sukhishvili ??Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on პარასკევი, 07 ივლისი, 2023
ილიკო სუხიშვილმა მოცეკვავეებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა:
„ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გილოცავთ ყველას, მიყვარხართ“..