მომღერალი მარიკა თხელიძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. მომღერალი და ტელესახე, რომელმაც თავი ტელეწამყვანის ამპლუაშიც მოსინჯა, ახერხებს, კარიერა და ოჯახური ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსოს და ასევე – საუკეთესო ფორმაში იყოს.
მარიკას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს, ვაჟი ნიკოლოზი და ქალიშვილი – ვივიენი, რომლებთან ერთადაც ხშირად ატარებს დროს.
მარიკა გვიზიარებს ფოტოებს დასვენების დღეებიდან, სადაც სუპერმოდური სათვალე უკეთია.
მომღერალი ასევე ხშირად გვიზიარებს ფოტოებს მეუღლესთან, გიორგი მანველიძესთან ერთად.