წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 291 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
მოგეხსენებათ, ნუცა ბუზალაძე უკვე რამდენიმე თვეა, აშშ-ში იმყოფება და გართობასთან ერთად, საინტერესო თავგადასავლებსაც გვიზიარებს.
ამჯერად, ნუცა ლას-ვეგასიდან აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეობს.