მომღერალი ნუცა ბუზალაძე ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს როგორც პირად, ისე პროფესიულ სიახლეებს, რაც მათგან ყოველთვის დიდ ინტერესსა და დადებით გამოხმაურებას იწვევს.
მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები არაერთხელ გამხდარა თბილი შეფასებების მიზეზი.
ამჯერად ნუცამ დედასთან, ნინო კანკავასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და განსაკუთრებულად ემოციური ტექსტიც დაურთო, სადაც დედისადმი უსაზღვრო სიყვარულზე საუბრობს.
„როგორ შეიძლება სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობა, რასაც დედის მიმართ განიცდი? შეუძლებელია… არც კი ვიცი, რა დავწერო – ისე ძალიან მიყვარს“, – წერს ნუცა.
