ბევერლი-ჰილსზე „ოქროს გლობუსის“ 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უმნიშვნელოვანესი მოვლენის წამყვანი კომიკოსი, ნიკი გლეიზერი გახლდათ, რომელიც არ მოერიდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ღონისძიება საზოგადოებამ უკვე მკაცრად გააკრიტიკა და ბევრმა ვარსკვლავმა ის დასრულებამდე დატოვა, კინომოვლენა მაინც შედგა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
„ოქროს გლობუსის“ 2026 წლის გამარჯვებულები:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა – „ჰამნეტი“ (Hamnet)
საუკეთესო მხატვრული ფილმი – მუსიკალური ან კომედია
„ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (One Battle After Another)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
„საიდუმლო აგენტი“ (The Secret Agent)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
„KPop დემონ მტაცებელი“ (KPop Demon Hunters)
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
“Golden” – „KPop დემონ მტაცებელი“ (KPop Demon Hunters)
საუკეთესო რეჟისორი
პოლ ტომას ანდერსონი – „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (One Battle After Another)
საუკეთესო სცენარის ავტორი
პოლ ტომას ანდერსონი – „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (One Battle After Another)
მამაკაცის საუკეთესო როლი – დრამა
ვაგნერ მურა – „საიდუმლო აგენტი“ (The Secret Agent)
ქალის საუკეთესო როლი – დრამა
ჯესი ბაკლი – „ჰამნეტი“ (Hamnet)
მამაკაცის საუკეთესო როლი – მუსიკალური/კომედია
ტიმოთი შალამე – Marty Supreme
ქალის საუკეთესო როლი – მუსიკალური/კომედია
როუზ ბერნი – If I Had Legs I’d Kick You
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოცვანი როლი
ტეიანა ტეილორი -„ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (One Battle After Another)
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი
სტელან სკარსგორდი – „სენტიმენტალური ღირებულება“ (Sentimental Value)
არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა შორის მეორედ მოხვდა – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია