ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა დღეს შვილის – ილიას 1 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
ამ დღის აღსანიშნავად, ქეთი ხატიაშვილი „ინსტაგრამზე“ პატარა ილიას სხვადასხვა დროს გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს – ფოტოები და ვიდეოები ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან მომენტებს აერთიანებს – მათ შორის, სამშობიაროში, ახალშობილი ილიას ფოტოებს. წყვილი გამომწერებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
„როგორ დაღოღავს საყვარლად“ – ქეთი ხატიაშვილი შვილთან ერთად ვარჯიშის სახალისო ვიდეოს გვიზიარებს
ვიდეო: ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ბავშვს ელოდებიან – როგორ გაიგო წყვილმა პატარას სქესი
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ საზოგადოებას სასიხარულო სიახლე გაუზიარეს – წყვილი მეორე ბავშვს ელოდება, როგორც აღმოჩნდა, ქეთის და დავითს გოგონა შეეძინებათ.