LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „როცა შენი დედინაცვალი ელიზაბეთ ჰარლია“ – დიდი ოჯახური შეკრება მაილი საირუსის კონცერტზე

171
page

ლონდონში, Odeon Theatre-ში მაილი საირუსის შოუ გაიმართა. ეს დღე არტისტისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან მას მამა, ბილი რეი, მისი ახალი შეყვარებული, ელიზაბეთ ჰარლი და მისი ვაჟი, დამიენი დაესწრნენ.

„ახლად გამომცხვარი“ წყვილი აშშ-დან ბრიტანეთში სპეციალურად ამ დღისთვის ჩაფრინდა. მოგვიანებით მსახიობმა „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოები გაავრცელა და დღის მთავარი გმირი, მაილიც მონიშნა.

„როცა შენი დედინაცვალი ელიზაბეთ ჰარლია“, „ეს რა საოცარი ოჯახური შეკრებაა“, „როცა შენი გერი მაილი საირუსია“, „დიდი შეხვედრა“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ელიზაბეტი და ბილი რეი ერთმანეთს უკვე წლებია იცნობენ. მათი ნაცნობობა ფილმის „შობა სამოთხეში“ გადაღებებზე შედგა. თუმცა, თუ როდის დაიწყო მათი რომანი, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო/ვიდეო: ელიზაბეთ ჰარლიმ 60 წლის იუბილე შიშველი ფოტოთი აღნიშნა

საოცარი ემოციური კავშირი და თანხვედრა – 59 წლის ელიზაბეთ ჰარლისა და 63 წლის ბილი რეი საირუსის რომანტიკა ტენესიში

დადასტურდა – 59 წლის ელიზაბეთ ჰარლი მაილი საირუსის მამას ხვდება – უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები