ჯეი ლოსა და მისი ექს-მეუღლის, ბენ აფლეკის ერთობლივი ფილმის, „შეუჩერებელის“ პრომოუშენი გრძელდება. ამჯერად 55 წლის ჯენიფერ ლოპესი მორიგ ღონისძიებაზე მივიდა. საღამომ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, კინოსურათის პროდიუსერის, ბენის გარეშე ჩაიარა, თუმცა, ჯეი ლო დაღონებული სულაც არ იყო.
არტისტი და მსახიობი თეთრ და კრემისფერ ფერებში გადაწყვეტილ სამოსში გახლდათ გამოწყობილი, მას მინი ქვედაბოლო ამშვენებდა, რომელსაც ვარსკვლავმა მაღალი ფეხსაცმელი შეუხამა. შთამბეჭდავი ფოტო-ვიდეო მასალა მან „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
შეგახსენებთ, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი, ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს ორწლიანი ქორწინების შემდეგ ზაფხულში დაშორდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული არტისტი „დიდი რევანშს“ გეგმავს. გამოცემას ინსაიდერმა განუცხადა, რომ 2025 წელი არტისტისთვის და მსახიობისთვის ყველაზე წარმატებული იქნება.
როგორ ავარიდოთ თავი ექს-მეუღლესთან შეხვედრას – ჯეი ლოს დახვეწილი გამოჩენა და უახლესი ფოტოები
ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული ჯეი ლო „დიდი რევანშს“ გეგმავს – უახლესი დეტალები