ნიუ-იორკში სერიალის, „სილამაზე“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც მთავარი როლების შემსრულებლები და არაერთი ცნობილი სახე დაესწრნენ. ღონისძიებამ მოდისა და კინოს სამყაროს წარმომადგენლების დიდი ყურადღება მიიპყრო.
პრემიერაზე გამოჩნდნენ ბელა ჰადიდი, ეშტონ კუტჩერი, ევან პიტერსი, 73 წლის იზაბელა როსელინი, ამელია გრეი, ასევე ლეგენდარული რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ქალიშვილი, ფრანჩესკა სკორსეზე და სხვა „სელებრითები“.
თუმცა ყველას მზერა 29 წლის სუპერმოდელის, ბელა ჰადიდის მიმართ იყო მიპყრობილი. ის წითელ ხალიჩაზე „სკიაპარელის“ წითელი „შიშველი კაბით“ გამოჩნდა.
ცნობისთვის, გასული წელი ბელასთვის საკმაოდ რთული იყო. მედიაში მოდელის, შემაშფოთებელი და ემოციურიო ფოტოების სერია გავრცელდა. მისი დედის, იოლანდა ჰადიდის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული იყო. მოგეხსენებათ, ის წლებია „ლაიმის“ დაავადებას ებრძვის.
„ხანდახან დღეს ტირილით ვიწყებ“ – ბელა ჰადიდი საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად ემოციურ პოსტს ავრცელებს
„ლაიმის“ დაავადებასთან მებრძოლი ბელა ჰადიდი პარიზის ქუჩებში საშემოდგომო „ლუქით“ ბრწყინავს
უფროსი დის ქორწილში აქვითინებული ფეხშიშველი დები ჰადიდები – 40 წლის ალანა ჰადიდი გაბედნიერდა