LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „თეთრი, რევანშის ფერია“ – 55 წლის ჯეი ლოს ტრიუმფალური გამოჩენა ფილმის პრემიერაზე, სადაც ყველა ბენ აფლეკსაც ელოდა

211
page

ჯეი ლო ლონდონში, თავისი ახალი ფილმის, „შეუჩერებლის“ მორიგ პრემიერაზე გამოჩნდა. მოგეხსენებათ, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი, არტისტისა და მსახიობის ექს-მეუღლე, ბენ აფლეკია. მედია ღონისძიებაზე ბენის გამოჩენას ელოდა, თუმცა ამაოდ. წითელ ხალიჩაზე არც კინოსურათის მეორე პროდიუსერი, მეთ დეიმონი გამოჩენილა.

სამაგიეროდ აღფრთოვანება გამოიწვია 55 წლის ჯენიფერის ტრიუმფალურმა გამოჩენამ. მან ამჯერად არჩევანი თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას სხეულზე მომდგარი, თეთრი კაბა, ამავე ფერის ფეხსაცმელი და ხელოვნური ბეწვის მოსასხამი ამშვენებდა.

„თეთრი, რევანშის ფერია“, „საოცარ ფორმაშია“, აი ეს სრულყოფილება დაკარგა ბენმა“, – არ წყდება კომენტარები.

ვიდეო: აი, რა დაკარგა ბენმა – 55 წლის ჯეი ლოს შოკისმომგვრელი გამოჩენა პრემიერაზე

მხოლოდ სამი სიტყვა – ბენ აფლეკმა ჯეი ლო განქორწინების შემდეგ პირველად ახსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები