„ვენეციის“ 81-ე კინოფესტივალზე ტიმ ბარტონის ახალი ფილმის, „ბითლჯუსის“ პრემიერა შედგა, რომელშიც ცნობილ მსახიობებთან ერთად, რეჟისორის საყვარელი ქალი, მონიკა ბელუჩიც იღებს მონაწილეობას.
წითელ ხალიჩაზე ტიმი და მონიკა ერთად, ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდნენ. ამ დღეს მონიკას შავი კაბა ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი მასიური ყელსაბამი ასრულებდა. ამავე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი ბარტონიც.
წყვილის ვიდეომ მალევე დაიპყრო ინტერნეტსივრცე. 66 წლის კინორეჟისორი, როგორც ყოველთვის ფოტოობიექტივის წინაშე არასერიოზულად და ცოტა დაბნეულადაც იქცეოდა. ის ხან ფეხს წევდა მაღლა, ხანაც ხელს უმისამართოდ იქნევდა.
„იტალიელი ლამაზმანი არასერიოზული მამაკაცის ხელში“ – მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტონის უახლესი გამოჩენა
65 და 59 წლის გვრიტები – ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ