LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვრცელდება ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭის შთამბეჭდავი ნამუშევრები -„მუდამ გვემახსოვრები“

2116
BeFunky-collage

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 29 ივლისს კი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლამდე ახალგაზრდა კაცი დააკავა.

ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ვაღიარებ რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა – რას აცხადებს კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

“ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა გზაზე, ამ დროს იყო გონებაზე, თვალები გახელილი ჰქონდა” – რას წერს იუბილარი ჩვენებაში, რომლის დაბადების დღეზეც მირიან კუკავა მოკლეს

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

„გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას“ – მედიაში ვრცელდება მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

გარდაცვლილი მირიან კუკავა ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია.

მირიან კუკავას ყველა დადებითად ახასიათებს და როგორც ახლობლები და მეზობლები ამბობენ, საკმაოდ გამორჩეული ბავშვი იყო.

„ასეთი ბიჭი ჯერ არ დაბადებულა, ჯერ მარტო რამდენი უცხო ენა იცოდა“ – რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში გარდაცვლილ 20 წლის ბიჭზე მეზობლები

ახლახან დიზაინის საერთაშორისო სკოლამ გაავრცელა მირიან კუკავას მიერ შესრულებული რამდენიმე ნახატი.

“მირიან კუკავა, ჩვენი ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტი. მუდამ გვემახსოვრები!”,- წერს დიზაინის საერთაშორისო სკოლა და პოსტს თან ფოტოებს ურთავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g