საქართველოს პრემიერ-მინისტრის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში ისწავლის.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურის მეუღლე, ნანუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აღნიშნულია, ნიკოლოზი სწავლას აშშ-ში, პენსილვანიის Wharton School-ში გააგრძელებს.
„წარმატებები დე“, – წერს ნანუკა თამაზაშვილი და უამრავ მილოცვას იღებს.