ცხელი Lamborghini Espada, რომელიც ფრანგული ფირმის დაკვეთითაა აგებული, ახალ მფლობელს ეძებს. შოუ ქარი Mecum–ის აუქციონზე გაიყიდება და მისი სავარაუდო ღირებულება 250 ათასი დოლარია. ბაზრობა მომავალი წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი.
იტალიურ შედევრს 3,9 ლიტრის მოცულობის „ატმოსფერული“ V12 ძრავი აქვს და აგრეგატს 350 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
სპორტქარმა ძალიან საიტერესო ვიზუალი მიიღო. სალონიც სრულად ახალია და ორიგინალი ემბლემები ტორეადორის ხმლებით შეცვალეს.
ულამაზესი სპორტქარის დათვალიერება ფოტორეპორტაჟში შეგიძლიათ.








