LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე სწრაფ და მძლავრ Land Rover Defender–ს აუქციონზე გაყიდიან

91
landrovernews

The Classic Sale–ის ვაჭრობაზე სარბოლო ყველგანმავალს  Bowler CSP V8 Prototype P1–ს გამოიტანენ, მოდელს კლასიკური Land Rover Defender–ის ვიზუალი აქვს. ავტომობილი 5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი და მისი საწყისი ღირებულება 120–150 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

მიუხედავად საკმაოდ მაღალი ღირებულებისა, ლოტი საკოლექციო ეგზემპლარი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ის მართლა ძალიან ძლიერია. აგრეგატი 575 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საოცარი დინამიკური მახასიათებლები აქვს.

პირველი 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება მოდელს ზუსტად 4 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g