LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: “შევხვდებით არჩევნებზე” – პანდემიის ფონზე გამართული აქცია

165
-DSC9702

“შევხვდებით არჩევნებზე” – ამ სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” გზავნილით თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარე აქცია. პანდემიას მომიტინგეებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ პარლამენტის წინ ისევ შეკრებილიყვნენ, თუმცა ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

აქციაზე, მოქალაქეები სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ.

რაც შეეხება სიტყვით გამომსვლელებს, აქციის ორგანიზატორებმა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და რუსულ ოპუპაციაზე ისაუბრეს. მომიტინგეები ხელისუფლებას  ოკუპანტ რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ.

ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ – ხოშტარია გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მიმართავს

მათ შორის იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ხელისუფლება ჩვენს ერს და საზოგადოებას “არ ეკადრება”. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ჩამოთვალა, კონკრეტულად რას გულისხმობს ამაში.

ჩვენს ხალხს ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება – მარგველაშვილის მიმართვა აქციაზე

მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს: “საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე”

აქციის დასასრულს კი აქტივისტებმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით ასწიეს პლაკატები – “შევხვდებით არჩევნებზე”. გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

 

ფოტო: დათუნა აგასი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g