LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ნახეთ როგორი იქნება მრავალფუნქციური ჰაბი, რომელიც ქუთაისში ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა

373
161026568-3765281343508488-6367356628011277421-o

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, Cushman & Wakefield Georgia-მ ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საკონსერვო ქარხნის, 7 ჰექტარი ტერიტორიის კონცეფცია და განვითარების გეგმა შეიმუშავა.

„ჩვენმა გუნდმა სიღრმისეულად შეისწავლა  საპროექტო ნაკვეთი და მისი საუკეთესო გამოყენებისა და ათვისების პერსპექტივა, როგორც საინვესტიციო, ისე ქალაქის საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით. შემუშავებული კონცეფცია მოიცავს თანამედროვე, მრავალფუნქციური ჰაბის შექმნას, სადაც ერთ ტერიტორიაზე გაერთიანებული იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, 100 ნომრიანი, ბუტიკური ტიპის სასტუმრო, „ფუდ ჰოლი”, საერთო სამუშაო სივრცე და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. პროექტის კონცეპტუალური გენერალური გეგმის შექმნაზე არქიტექტურულმა კომპანია “სტუდიო 21”-მა იმუშავა.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა კონცეპტუალურად და საინვესტიციოდ საინტერესო პროექტი, რომელიც როგორც ადგილობრივების, ისე ვიზიტორების მიზიდვის წერტილად იქცევა. ძველი ქალაქის თანამედროვე ნაწილი, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გარდაქმნის და გაამყარებს“, – აცხადებენ Cushman & Wakefield-ში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ისინი მოუთმენლად ელიან ქუთაისში ამ მრავალფუნქციური, ურბანული ცენტრის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები