მოდელი და ტელლეწამყვანი ირინა ონაშვილი ზაფხულის დღეებს ხორვატიის ულამაზეს სანაპიროზე დუბროვნიკიში ატარებს.
როგორც მისი „ინსტაგრამ“ პოსტებიდან ირკვევა, ირინა ხორვატიაში მეგობრებთან ერთად იმყოფება.
მოდელი დასვენების ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს და როგორც თავადვე წერს, ლამაზი ფოტოებისთვის ადგილის შერჩევისას იტანჯება.
„ფოტოსთვის ტანჯვა“ სიცილით წერს მოდელი ერთ-ერთ ფოტოზე.
ფოტოებისა და ვიდეოების კომენტარებში ყოფილი მის საქართველო უამრავ კომპლიმენტს იღებს.
„ირინა ჩემი ფავორიტია“.
„მშვენიერია“
„ულამაზესია“. – წერენ ყოფილი მის საქართველოს ფოლოვერები.