ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი დილით გაჩნდა. სტიქიის წინაღმდეგ 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, აქედან 5 ფოთის იყო, დანარჩენი კი – მეზობელი რაიონებიდან დაიხმარეს.
ფოთის მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.
მოვაჭრეებს აქვთ ეჭვი, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.
ხანძარი, დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო