LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

101
unnamed

ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

“112-ის ბრიგადის მიერ, საგზაო შემთხვევიდან შემოყვანილ იქნა 36 წლის მამაკაცი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა პოლიტრავმები. გადაყვანილია მართვითი სუნთქვის აპარატზე, აღენიშნება კომა. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია. გამოძახებულია რეფერალური სამსახური,”- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები