LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგი სტუდენტი სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ იფრენს

48

ფრანგი სტუდენტი სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ იფრენს. სამედიცინო უნივერსიტეტის იღბლიანი სტუდენტი პიერ დრონო ესპანური გადამზიდით „Volotea”-თი ვენეციაში მიფრინავდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიის საიუბილეო მგზავრი გახდა. ავიაკომპანია უკვე 10 მილიონ ადამიანს მოემსახურა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ მემილიონესთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინათ. ამიერიდან, პიერი მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულიად უფასოდ იფრენს.

გამოცემა „Le Figaro”-ს ინფორმაციით, 24 წლის სტუდენტი ძალიან ხშირად დაფრინავს და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მორიგი ბილეთი ასეთი იღბლიანი იქნებოდა.

საინტერესოა, რომ ავიაკომპანიამ პიერს ასევე უფლება მისცა, რომ მათი მგზავრებიდან კიდევ ერთი იღბლიანი თავისი სურილით შეარჩიოს და ულიმიტო ფრენის ბილეთი მასაც გადასცეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები