LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა ტურისტებმა ლექსო ლაშქარავას სახელზე კედელი მოხატეს

122
lexsolashqaravanews715

ლიკა ლეჟავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და ამბავს, რომელიც ძალიან გულისამაჩუყებელია. როგორც ლიკა წერს, გაიცნო ფრანგი ტურისტები, რომლებმაც ლექსო ლაშქრავას ამბის გაგების შემდეგ მის სახელზე კედელი მოხატეს.

„რამდენიმე დღის წინ ფრანგები გავიცანი „ფაბრიკაში“, გული არ გამიძლებდა რომ არ გამეზიარებინა ყველა ის ემოცია და მწუხარება, რაც გვაქვს. შემპირდნენ, რომ კედელს მოხატავდნენ ლექსოს ხსოვნისთვის. დღეს ფოტო ჩამიგდეს❤️

უფრო მეტი წარმოდგენისთვის ფრანგი წყვილი ახალციხეზეა შეყვარებული, ბიჭს მუხლზე ტატუ ჰქონდა, ბადრიჯანი ქართულად. ორივემ იცოდა ლექსოს ამბავი, მაგრამ მე მეტი მოვუყევი, დამამშვიდეს, რომ ოდესმე აქაც შეიცვლება ყველაფერი, რომ ოდესღაც საფრანგეთშიც რთულად იყო რაღაცები. ყველგან, სადაც შევძლებ, ყველასთან, სადაც შევძლებ, ლექსოს გავიხსენებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g