მსახიობი ევა გრინი, რომლის ანგარიშზე 2023 წელს რამდენიმე ფილმია, ფრანგული „ვენითი ფეარის“ გარეკანზე ბრწყინავს. ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე მსახიობი რამდენიმე კლასიკურ ანსამბლს ირგებს და ყველა ფოტოზე, შეუდარებელია. ევას ულამაზესი შავი კლასიკური კაბა აცვია, რომელიც ნახევრად შიშველ ტანზე, მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფოტოებზე ევა გრინი ლაკის ულამაზესი შავი კაბითაც პოზირებს, ამას ენაცვლება ატლასის წითელი კაბა, რომელიც საოცრად უხდება მსახიობის შავ თმას.
რაც ეხება ბოლო პროექტებს, ყველაზე დიდ მოლოდინს იწვევს ახალი ფილმი სამ მუშკეტერზე, სადაც გრინი მილედის როლს ასრულებს და ასევე სერიალი „კავშირი“, სადაც მსახიობის პარტნიორი ვენსან კასელია.