პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ. მრავალსერიანი შოუ მძაფრსიუჟეტიანი ჟანრისაა, სადაც ისეთი საკითხებია გაჟღერებული, როგორიცაა შპიონაჟი, პოლიტიკური ინტრიგები და ცხადია, ვნებიანი სიყვარულის ისტორიაც.
წითელ ხალიჩაზე ვენსანი და ევა შესანიშნავ ფორმაში გამოჩნდნენ. 56 წლის ვენსანს კრემისფერი კოსტიუმი ეცვა, 42 წლის ევას კი მუქი ყავისფერი, ხავერდის ორეული. ეკრანული წყვილი საოცრად თბილად ექცეოდნენ ერთმანეთს.
„მონიკა ბელუჩისა და ტინა კუნაკის ერთადერთი ღირსეული კონკურენტი“, „როგორ უხდებიან ერთმანეთს“, – წერენ კომენტარებში.
ვენსან კასელი ათოსის და ევა გრინი მილედის როლში ახალი ფილმიდან „სამი მუშკეტერი“
სიყვარული დეტალებშია! – ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ყველაზე რომანტიკული ფოტოები „ინსტაგრამიდან“