ფრანგული „ვოგი“ ცნობილი სერიალიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც ლილი კოლინზს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბა აცვია. თეთრი კაბა წითელი კოპლებით ანონსშიც ჩანს და როგორც ჩანს, „ემილი პარიზში“ პერსონაჟს ერთ-ერთ ეპიზოდშიც აქვს მორგებული.
„ემილი პარიზში“ მეორე სეზონი დეკემბერში გამოდის. „ნეტფლიქსის“ ცნობილი სერიალის პირველმა სეზონმა მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის გულები დაიპყრო. ამერიკელი გოგონას ამბავს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში სამსახურს ჩაჰყავს და სიყვარულს პოულობს, ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.
„ემილი პარიზში“ მეორე სეზონის ანონსში ლილი კოლინზი ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა