საფრანგეთის სასამართლომ ეკოლოგთა სარჩელის შემდეგ ქარის ელექტროსადგურის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის სამხრეთში მდებარე ობიექტი 31 ტურბინისგან შედგება და ის ათობით ენერგეტიკულ კომპანიას ეკუთვნის, წერს connexion France.
სასამართლომ სადგური 4 თვით გააჩერა, ანუ მანამ სანამ გამოსაზამთრებლად მიგრირებული ფრინველი ბუდობას მორჩება.
ეკოლოგთა ინფორმაციით, ქარის წისქვილები ბოლო წლებში მინიმუმ 160 ჩიტის და ღამურას დაღუპვის მიზეზი გახდა.
ენერგეტიკული კომპანიები გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს. თითოეული მათგანი 500 ათასი ევროთი დააჯარიმეს, ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და 100 ათასი ევროც დააკისრეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა საფრანგეთში, როცა ქარის ელექტრო წისქვილების ოპერატორებს ცხოველების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
ბუნებრივია, კომპანიები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აპირებენ.