ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ულამაზესია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა გვერდის „Georgia Made by Characters“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დაათვალიერებთ.
ფოტოებზე იხილავთ გერმანულად ნათარგმნ ქართულ წიგნებს, ხოლო თავად პავილიონში თაროებად ქართული ანბანის ასოებია გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ როგორც ამ საინტერესო მოვლენის საპატიო სტუმარი ქვეყანა, საქართველო წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ძალიან მრავალფეროვნად არის წრმოდგენილი, მათ შორის მეტროსადგურებში ასევე ქართული ანბანით შემდგარი დეკორაციებია გამოფენილი.