LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ნამოხვანჰესის პროცესის მონაწილე ყველა მხარეს პარლამენტში იბარებს

63
მამუკა ხაზარაძე

“ჩვენი მოწოდებაა, ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ყველა კითხვას პასუხი გავცეთ.” – ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” “ნამახვანჰესის” პროცესის ჩართულ მხარეებს პარლამენტში იბარებს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, “ლელოს” პოზიციაა, რომ ჰესი უნდა აშენდეს მაგრამ არა ბარიკადების, ძალადობისა და დაპირისპირების ფონზე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და ვერც ენერგოპოლიტიკას:

როცა საზოგადოებაში არსებობს ერთი მხრივ, ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და მეორე მხრივ, ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი პროექტი, რომელიც უკანაც მილიონობით საინვესტიციო თანხა დგას და არ განხორციელებულა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგოპოლიტიკას.

საუბარი იმაზე, რომ “ნამახვანჰესი” იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ის პოლიტიკა გაგრძელდება, რომელსაც “ქართული ოცნება” ადგას. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეს მწვანე შუქი. “იზი დიუნგ ბიზნეს” ინდექსი უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ინვესტორების მხრიდან.” – თქვა ხაზარაძემ.

დისკუსია – უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!- მამუკა ხაზარაძე “ნამოხვანჰესზე”

პოპულარულები