LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკურის ბიოგრაფიული წიგნიდან ირკვევა, რომ მას ქალიშვილი ჰყავს – რას ჰყვება ლეგენდარული არტისტის ერთადერთი შვილი

208
page

ლეგენდარული მომღერლის, ფრედი მერკურის ბიოგრაფიულმა წიგნმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, Queen-ის ვოკალისტს ქალიშვილი ჰყავდა, რომლის არსებობაც წლების განმავლობაში მხოლოდ მისმა უახლოესმა წრემ, ოჯახმა და ბენდის წევრებმა იცოდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Mirror წერს.

წიგნიდან „სიყვარულით, ფრედი“ ირკვევა, რომ 1976 წელს მერკურს რომანი ჰქონდა მეგობრის ცოლთან, სწორედ ამ ურთიერთობიდან დაიბადა მისი ერთადერთი შვილი. ის ახლა 48 წლისაა და ევროპაში, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მან საჯაროდ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ფრედი მერკური სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა მასთან ურთიერთობას და გარდაცვალებამდე, 1991 წელს მას პირადი ჩანაწერები, დღი­უ­რე­ბის 17 ტომი გადასცა.

„ფრედი მერკური იყო ჩემი მამა და ამას დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ჩვენ ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ჩემი და­ბა­დე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლიც კი ჩან­დეს. ის ისე მე­პყრო­ბო­და, რო­გორც რა­ღაც ძა­ლი­ან ძვირ­ფასს“, – იხსენებს მერკურის ერთადერთი შვილი.

ჯერჯერობით ქალი საჯაროდ არ ასახელებს საკუთარ სახელს, თუმცა ბრიტანულ მედიაში ირკვევა, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ კლინიკაში, ექიმად მუშაობს და მედიასთან კონტაქტს ერიდება.

ეპატაჟური იმიჯის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში ფრედი მერკური საოცრად მორცხვი და მორიდებული იყო – პორტრეტი დეტალებში

„ვიპოვეთ მარგალიტი“ – ფრედი მერკურის შესრულებით აქამდე უცნობი კომპოზიცია იპოვეს

15 სტუდიური, 10 საკონცერტო ალბომი და 77 სინგლი, რომელთა უმეტესობა შედევრად იქცა – Queen-ის ცნობილი ჰიტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები