LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების რაოდენობა იზრდება, ქართულ ავიაბაზარზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება – EUROCONTROL

105
41766a95-2a6c-4763-950e-1f0cd8eba615

ბოლო 2 კვირაში, საქართველოს ავიაბაზარზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. EUROCONTROL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 9 თებერვალს საქართველოში 16 ფრენა შესრულდა (მოფრენა-გაფრენა). ეს მაჩვენებელი 26 იანვართან შედარებით, 23%-ით მეტია.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 41 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველოზე ნაკლები ფრენა 9 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიაში (12), ბოსნია და ჰერცეგოვინასა (10) და მოლდოვაში (9) განხორციელდა. ამავე დღეს, ევროპული ცა ყველაზე დატვირთული იყო საფრანგეთში (1263 ფრენა, –16%), გერმანიასა (1093, –15%) და თურქეთში (967, –3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები