LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენის ნოსტალგიის დასაკმაყოფილებლად ავიაკომპანიებმა საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს

83
BeFunky-collage (54)

თუკი ფრენა ძალიან მოგენტრათ ზოგიერთი ავიაკომპანია ამ მონატრების შესამსუბუქებლად ახალი ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ამჯერად ფრენის წყურვილს ვერა,მაგრამ თვითმფრინავში კვების გემოს გაიხსენებთ.  რამოდენიმე ავიაკომპანიამ ფრენის საკუთარ მენიუს განცალკევებულ პროდუქტად გაყიდვა დაიწყო, რათა ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს მომხმარებლებს მოგზაურობის ნოსტალგია.

მომცრო სინსა და დრეკად თეფშებზე მოთავსებული საკვები, რომელსაც 10 კილომეტრის სიმაღლეზე მიირთმევდით, ახლა უკვე შეგიძლიათ ისეთი ცნობილი ავიახაზებისგან შეიძინოთ, როგორიცაა Thai Airways. ეს კომპანია საკვებს აპრილის შემდეგ ყიდის.

Aerofood ACS, კომპანია, რომელიც ინდონეზიის სახელმწიფო ავიახაზისათვის ამზადებს საკვებს, მომხმარებელს თან წასაღებ ლანჩს სთავაზობს.

პანდემიამ ავიაკომპანიები ძალიან დააზარალა.

საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი 2024 წლამდე ინდუსტრია სრულად აღდგენას ვერ მოახერხებს.

იმ ავიახაზებს, რომლებიც ფრენებს ახორციელებენ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საკვების მიწოდება მგზავრებისათვის ეკრძალებათ. ამ შეზღუდვამ დააზარალა ის კომპანიებიც, რომლებიც ავიახაზებისათვის ამზადებენ საკვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები