LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენისას მგზავრების 1%-ზე ნაკლები დაინფიცირდა: რეისზე დასაქმებულ ბორტგამცილებელთა მხოლოდ მეათასედს დაუდგინდა ვირუსი

158
b25lY21zOjA5MGRiMzg4LThjYzMtNDg5OC1iOTk4LWFhYjk3ZGY2YTE1Yjo3YmZiZDRiMy02MzEyLTQ0Y2QtYWUzYi0xYzUxNWRkM2MwZmM=

Qatar Airways რეისებზე COVID-19-ით ინფიცირების უკიდურესად მცირე რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ 2020 წლის თებერვლიდან, ავიაკომპანია 37 000-ზე მეტ რეისით 4,6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რომლებზეც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები არ გამოვლენილა.

„COVID-19-ის გავრცელების თვალყურის დევნების, გამოვლენისა და წინააღმდეგობის პროგრამის სანდოობისა და ხარისხის დასტური იყო ის ფაქტი, რომ მგზავრების 99,988 პროცენტზე მეტს არ დაუდგინდა კორონავირუსი. მოგზაურთა მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებს, დანიშნულების ადგილებზე არსებული რეგულაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტით, COVID-19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდა“, – წერს „ავიანიუსი“ ყატარულ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, დღემდე, Qatar Airways-ის ფრენებზე დასაქმებულ ბორტგამცილებელთა მხოლოდ მეათასედს (0,002%) დაუდგინდა ვირუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g