LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია: თოლორაია წარმოადგენს მხარეს, აქ არის პატიმარ სააკაშვილის ინტერესები და ამიტომ აღმოჩნდა ეს ქვაკუთხედი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს შეეწინააღმდეგა

57
ფრიდონ ინჯია

„ევროპული სოციალისტების“ წარმომადგენლის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება დასაბუთებულია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  „ქართულ ოცნებას“ სამი წლის წინაც იგივე უნდა გაეკეთებინა, თუმცა ახლა ეს შეცდომა გამოასწორა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ეს შეცდომა გამოასწორა. ამ შემთხვევაში, ლონდა თოლორაია წარმოადგენს მხარეს, აქ არის პატიმარ სააკაშვილის ინტერესები და ამიტომ აღმოჩნდა ეს ქვაკუთხედი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს შეეწინააღმდეგა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას აზრით, ოპოზიცია ცვლილებებს ლონდა თოლორაიას ინტერესებიდან გამომდინარე აპროტესტებს.

„ორი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა და ამ თანამდებობაზე თოლორაიას დანიშვნა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო. მათ უნდა მოეკითხათ, რას წარმოადგენდა თოლორაია. ეს ადამიანი აღმოჩნდა ის პროკურორი, რომელმაც გიორგი გვიჩიანს ბრალდება წაუყენა, რომ ის სამუდამო პატიმრობაში უნდა ყოფილიყო.

მაშინ, დახვრეტა არ იყო, თორემ, დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. გიორგი გვიჩიანი 11 წლის განმავლობაში უსამართლოდ იხდიდა სასჯელს, რაც მას არ ეკუთვნოდა. წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანმა და მისმა ოჯახმა როგორი მორალური ტრავმა მიიღეს? ამის ინიციატორი და დამცველი თოლორაია იყო“, – განუცხადა  „პირველ არხს“ ფრიდონ ინჯიამ.

რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი – TI განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g