„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, სამი შვილის გარდა, კიდევ თუ ისურვებდა მისი ოჯახის გამრავლებას.
გარდა ამისა, მან მაკარიძეს ჰკითხა, დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად სწორად მიიჩნევს ის, რომ ზღვრული ასაკი ქორწინების, ერთი წლით მაინც შემცირდეს.
„ბატონო გენად, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი“, – ჰკითხა ინჯიამ, რაზეც გენადი მაკარიძემ უპასუხა, რომ „ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის“.
„გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემებია. ქორწინების ზღვრული ასაკი რამდენად მიგაჩნიათ, შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც?“, – დაუზუსტა შეკითხვა დეპუტატმა, რაზეც უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ არა:
„ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია…“, — განაცხადა გენადი მაკარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ