LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრონტიდან კარგი ამბები წლის ბოლომდე იქნება: ალექსეი რეზნიკოვი

61
ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ ფრონტიდან კარგი ამბები წლის ბოლომდე იქნება. მისივე განმარტებით, უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ფინანსური დახმარება, რადგან ქვეყანას აქვს შანსი ომი მოიგოს.

„მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი ან კარგად ინფორმირებული, ამიტომ მაქვს გარკვეული პოზიტიური იმედი, რომ წელს იქნება კარგი, სასიამოვნო სიახლე მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს გამარჯვება. ჩვენ ასევე გვჭირდება სხვა ტიპის რესურსები – ეს არის იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული სახელმწიფოს დასაფინანსებლად და ბევრი სხვა. ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი. დანამდვილებით შემიძლია დავამოწმო, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენთან არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 150 რუსი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 929 ტანკს, 4 245 ჯავშანმანქანას, 1 037 საარტილერიო სისტემას, 272 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 202 ვერტმფრენს, 3160 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g